Thursday, July 5, 2018

ტრენინგის მე-5 დღე

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის სკოლაში. მე ამ ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა ამ კუთხით. უკვე ვიცი, როგორ მოვიძიო საინტერესო ვებრესურსები გაკვეთილისათვის; მე თვითონ შევქმნა კომიქსები, თამაშები და ანიმაციური ვიდეოები ჩემი გაკვეთილისთვის. რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და შესაბამისად გააუმჯობესებს ჩემი  გაკვეთილის შედეგს.
ტრენინგის განმავლობაში ჩვენ word-ში  შევადგინეთ სამოდელო გაკვეთილის გეგმები თავისი შეფასების რუბრიკებით,  რესურსებითა და პრეზენტაციებით. შევქმენით საკუთარი ბლოგები. ვისწავლეთ მასზე საჭირო ინფორმაციის განთავსება. 
ვეცდები, მომავალში  კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი ცოდნა და უნარები ამ თვალსაზრისით.
 

No comments:

Post a Comment

უკვე რამდენჯერმე დავწერეთ რეფლექსია იმაზე, თუ რამდენად საჭირო და საინტერესოა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პრო...